მართლმადიდებელი ეკლესია

ჩეხეთისა და სლოვაკეთის მართლმადიდებელი ეკლესია სქიზმის შედეგად ორად გაიყო

მთავარეპისკოპოსი სიმეონი
pomortzeff.com

პრაღის, სრულიად ჩეხეთისა და სლოვაკეთის სამიტროპოლიტო კათედრის მოსაყდრე, მთავარეპისკოპოსი სიმეონი გადაყენებულია. თუმცა ეპისკოპოსთა კრებულის აღნიშნული გადაწყვეტილება არქიეპისკოპოსმა არაკანონიკურად გამოაცხადა და სამი ეპისკოპოსისგან შემდგარი წმინდა სინოდი, რომელმაც ის გადააყენა, სქიზმატებად გამოაცხადა.

მღვდელმთავარმა მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიებს წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ მისი გადაყენების "ანტიკანონიკური გადაწყვეტილების" გამო, აღნიშნული ეპისკოპოსები სქიზმაში იმყოფებიან და შესაბამისად ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიის მრევლმა, ისევე როგორც სრულიად სამართლმადიდებლომ მათთან ევქარისტიული კავშირი უნდა გაწყვიტოს. არქიეპისკოპოსი სიმეონი აპირებს დახმარება სთხოვოს კონსტანტინეპოლის პირველსაყდარს, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიაში "თანასწორთა შორის უპირატესად" მოიხსენიება.

მთავარეპისკოპოსი სიმეონი ეკლესიას აპრილიდან მართავს, მას შემდეგ, რაც პირველიერარქი, მიტროპოლიტი ქრისტეფორე ჩეხურ პრესაში აგორებული სკანდალის შემდეგ გადადგა. სკანდალი მართლმადიდებელი პირველიერარქის სექსუალურ ცხოვრებასა და საეკლესიო კანონიკით დადგენილი უქორწინებლობის აღთქმის დარღვევას უკავშირდებოდა. პირველიერარქის გადადგომის შემდეგ მოსაყდრეს მეუფე სიმეონი მოსაყდრეობდა, ახალი პირველიერარქის არჩევა სინოდმა ორჯერ ვერ შეძლო, რადგან აუცილებელი კვორუმი არ შედგა.

ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესია ორად არის გაყოფილი.

კომენტარები