საქართველოს სახალხო დამცველი

ომბუდსმენი პროკურატურიდან თანამშრომელთა მასობრივი დათხოვნის საკითხს სწავლობს

ombudsman.ge

სახალხო დამცველი პროკურატურიდან თანამშრომელთა მასობრივი დათხოვნის საკითხს შეისწავლის. ამის შესახებ ომბუდსმენის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

”მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-12 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს სახალხო დამცველი მთავარი პროკურატურიდან თანამშრომელთა მასიური დათხოვნის საკითხს შეისწავლის. ამ მიზნით, სახალხო დამცველმა უკვე მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და მოითხოვა 2013 წლის 25 ნოემბრიდან დღემდე თანამშრომელთა გათავისუფლებასთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია, მათ შორის, გათავისუფლების ბრძანებები და ადმინისტრაციული წარმოების მასალები”, - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი სრული მასალების შესწავლის შედეგად აღნიშნულ საკითხზე საკუთარ შეფასებას გააკეთებს. ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს მთავარი პროკურატურიდან 2013 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეში გათავისუფლებულ პირებს, მათი უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტების შესახებ მიმართონ სახალხო დამცველის აპარატს.

კომენტარები