ენერგეტიკის სამინისტრო

კალაძე: პრობლემები რჩება სამ რაიონში, შუახევში, ქედსა და ხულოში

0 კომენტარი
ფოტო: დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა ”პოზიციაში” სტუმრობისას განაცხადა, რომ ამ დროისთვის ბათუმს ელექტროენერგია 24 საათიან რეჟიმში მიეწოდება, თუმცა პრობლემურად რჩება სამი რაიონი.

"მინდა ძალიან დიდი სიყვარულით და სითბოთი მივესალმო აჭარის მოსახლეობას, რომელსაც ძალიან რთული 4 დღე ჰქონდა. ამ მომენტისთვის ბათუმი სრულად არის დატვირთული, ასევე ბათუმის მიმდებარე სოფლები, რაიონები, მათ 24 საათიან რეჟიმში მიეწოდებათ ელექტროენერგია. იყო გარკვეული პრობლემები ამასთან დაკავშირებით, რადგან ქალაქ ბათუმს არ ჰქონდა გრაფიკი, არ გვქონდა იმის შესაძლებლობა რომ სრულიად დაგვეტვირთვა ბათუმი, ამ დროისთვის პრობლემები რჩება სამ რაიონში, ეს არის შუახევი, ქედა და ხულოს რაიონი, სადაც ჯერ კიდევ ვერ მოვახერხეთ ანძებისა და ელექტრომომარაგების ხაზების აღდგენა დიდთოვლობის გამო და იმის გამო, რომ ტექნიკა ვერ ახერხებს ადგილზე მისვლას, რადგან მოგეხსენებათ მაღალმთიანი რაიონებია. და დიდთოვლობის გამო ვერ ხერხდება ჯერ-ჯერობით ამ პრობლემის მოგვარება, თუმცა სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს, 24 საათიან რეჟიმზე არიან გადართულნი ჯგუფები და უახლოეს დღეებში ეს პრობლემაც მოგვარებული იქნება" - განაცხადა კალაძემ.

კომენტარები