ენერგეტიკის სამინისტრო

კალაძე არ გამორიცხავს, რომ ხაზების გათიშვა დივერსიასთან იყოს კავშირში

კახა კალაძე
დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა პოზიციაში განაცხადა რომ რადგან ყველა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე ერთი და იგივე სახის დაზიანებაა, შესაძლოა ის უკავშირდებოდეს დივერსიას.

"ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ასეთი დიდი თოვლი რეგიონში 1985 წლის შემდეგ არ მოსულა, მაგრამ ვფიქრობ, საქმეზე აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება, რადგან ყველა მიმართულებით ერთი და იგივე სახის დაზიანება ფიქსირდება. გვახსოვს, რომ რამდენიმე თვის წინ საქმე აღიძრა მიზანმიმართულად ხაზების დაზიანებასთან დაკავშირებით, როცა ქობულეთის რაიონში მაღალი ძაბვის ხაზების მიმართ განხორციელდა გასროლა. არ გამოვრიცხავ ამ მიმართულებითაც დაიწყოს პროკურატურამ გამოძიება. ამ ორ ფაქტს შორის პირდაპირი კავშირი არ მინდა გავაკეთო, სანამ ზუსტი ინფორმაცია არ გვექნება, მაგრამ არაფერს გამოვრიცხავ, რადგან, კიდევ ვიმეორებ, ყველა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე გვაქვს ერთი და იგივე სახის დაზიანება... 

ფაქტობრივად, ყველა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომლითაც აჭარა მარაგდებოდა, ერთდროულად იყო დაზიანებული. ასეთი შემთხვევა სისტემას არ ახსოვს. როცა ერთი ხაზი ითიშებოდა, იყო მეორე ხაზის ჩართვის საშუალება, როცა მეორე ხაზი ითიშებოდა, არსებობდა მესამე ხაზის გამოყენების შესაძლებლობაც. ამ შემთხვევაში კი გვქონდა ვითარება, როცა ერთდროულად გაითიშა ყველა გადამცემი ხაზი", - აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.

კომენტარები