პროტესტი უკრაინაში

უკრაინის გენპროკურორმა 30 ნოემბრის აქციის დარბევაში ბრალდებულები დაასახელა

facebook.com/EuroMaydan

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა 30 ნოემბერს მაიდანზე სპეცრაზმელების მიერ მშვიდობიანი აქციის დარბევაში ბრალდებულები დაასახელა - უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ვლადიმერ სივკოვიჩი, კიევის ადმინისტრაციის უფროსი ალექსანდრე პოპოვი და კიევის პოლიციის უფროსი ვლადიმირ კორიაკი და მისი მოადგილე პიოტრ ფედჩუკი. მათ ბრალად უფლებამოსილების გადამეტება ედებათ.

უკრაინის პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ვლადიმერ სივკოვიჩი და კიევის ადმინისტრაციის უფროსი ალექსანდრე პოპოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

გენპროკურორის თქმით, ოთხივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით - შიდაპატიმრობის საკითხი განიხილება.

შეგახსენებთ, რომ კიევში საპროტესტო აქციის გარდა, მაიდანთან, ევროპის მოედანზე ხელისუფლების მხარდამჭერი აქციაც მიმდინარეობს.

კომენტარები