სოჭის ოლიმპიადა

საფრანგეთის პრეზიდენტი სოჭის ოლიმპიადას არ დაესწრება

Jean-Marc Ayrault

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და საფრანგეთის მთავრობის არცერთი წარმომადგენელი სოჭის ოლიმპიადას არ დაესწრებიან. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორენ ფაბიუსმა განაცხადა. თუმცა, მას მიზეზი არ დაუსახელებია.

სოჭის ოლიმპიადის რუსეთში ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას საფრანგეთში აკრიტიკებდნენ რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და ივნისში მიღებული კანონის ჰომოსექსუალობის პროპაგანდის შესახებ მიზეზით.

გასულ კვირას გერმანიის პრეზიდენტმა იოახიმ გაუკმა თქვა, რომ სოჭის ოლიმპიადას არ დაესწრება. გერმანიის მთავრობის ადამიანის უფლებების კომიტეტის წარმომადგენელმა გაუკის გადაწყვეტილებას "ბრწყინვალე ჟესტი" უწოდა.

კომენტარები