უკრაინა

კლიჩკო: გაზზე შეღავათის სანაცვლოდ იანუკოვიჩი რუსეთს გაზსადენებს დაუთმობს

პარტია უდარის ლიდერი ვიტალი კლიჩკო არ გამორიცხავს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელიც ხვალ მოსკოვში მიემგზავრება, რუსული გაზის ფასის შემცირების სანაცვლოდ რუსეთისთვის ქვეყნის გაზის სატრანსპორტო სისტემის გადაცემას დათანხმდეს.

„არსებობს ინფორმაცია, რომ შესაძლოა ფასზე შეღავათი დაწესდეს უკრაინული მილსადენის სანაცვლოდ. მაგრამ სატრანსპორტო სისტემა უკრაინული ეკონომიკის სტრატეგიული შემადგენელი ნაწილია და ძალიან არასასურველი იქნებოდა, რომ უკრაინის ინტერესები დაზარალდეს", - განაცხადა კლიჩკომ ოპოზიციის შტაბში გამართულ ბრიფინგზე.

მისი განცხადებთ, იანუკოვიჩს რუსეთისგან ფულის მიღება სურს, „მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ასე უბრალოდ ფულს არავინ არიგებს". როგორც მედიისთვის გახდა ცნობილი, რუსეთმა შესაძლოა უკრაინას 15 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტი გამოუყოს.

ხვალ უკრაინული ოპოზიცია მაიდანზე საბაჟო კავშირის წინააღმდეგ მასობრივი აქციის ჩატარებას გეგმავს.

კომენტარები