ინტერპოლი

„ზურაბ ადეიშვილი და ინტერპოლის პრობლემა“

trend.az

„ზურაბ ადეიშვილი და ინტერპოლის პრობლემა" - ამ სათაურით ქვეყნებს ამერიკული გამოცემა Commentary სტატიას ინტერპოლის სისტემაში არსებული პრობლემების შესახებ. ავტორი, კერძოდ, აღნიშნავს, რომ „ავტოკრატი წევრების" წყალობთ ორგანიზაციას პრობლემები ექმნება.

2003 წლიდან, მას შემდეგ რაც ინტერპოლის ქსელი I-24/7 ამოქმედდა, სხვადასხვა ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებს გაუადვილდათ როგორც ერთმანეთთან თანამშრომლობა, ასევე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ამა თუ იმ პირზე ძებნის გამოცხადება. მას შემდეგ სისტემის ტრაფიკის მოცულობა ათჯერ გაიზარდა.

თუმცა, აღნიშნავს ავტორი, იმის გათალისწინებით, რომ ორგანიზაციაში ყველა წევრი, მაგალითად ირანიც და აშშ-ც, თანაბარი სტატუსით სარგებლობს, ინტერპოლის მექანიზმის ბოროტი განზრახვით გამოყენების პოტენციალი აშკარაა. „ავტოკრატიები მიხვდნენ, რომ შეუძლიათ ინტერპოლის სისტემის გამოიყენება დისიდენტების, პოლიტიკური ოპონენტებისა და უიღბლო ბიზნესმენების დევნისათვის, რასაც ისინი ხარბად აკეთებდნენ", - წერს გამოცემა.

ავტორი აღნიშნავს, რომ ამ პრაქტიკის მაგალთს ადეიშვილის შემთხვევა წარმოადგენს. „ზურაბ ადეიშვილი ქართველი რეფორმატორი და მიხეილ სააკაშვილის პროდასავლური მთავრობის წამყვანი წევრი იყო. 2012 წლის არჩევნების წინ, რომელშიც სააკაშვილის პარტია დამარცხდა და პრორუსულმა ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, ადეიშივილი პენიტენციურ სისტემაში არსებულ დარღევევებში დაადანაშაულეს. ამ ბრალდებამ, როგორც ჩანს, არჩევნების შედეგებზე გავლენა მოახდინა. 2012 წლის ბოლოს და 2013 წლის დასაწყისში ადეიშვილს დაუსწრებლად ბრალი წაეყენა დანაშაულების მასშტაბურ ერთობლიობაში, მათ შორის ქართუ ბანკის გაკოტრების მცდელობაში, რომელიც ბედის ირონიის წყალობით, ახალ პრემიერ ივანიშვილს ეკუთვნოდა", - აღნიშნავს ავტორი.

გამოცემა თავს იკავებს იმის შეფასებისგან, დამნაშავეა თუ უდანაშაულო ზურაბ ადეიშვილი. „თუმცა, იმის მტკიცებულებები, რომ საქმე ადეიშვილის წინააღმდეგ ძირითადად პოლტიკური შინაარსისაა, ძლიერია", - წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ საქართველოს ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა მხარი დაუჭირა სააკაშვილის მომხრეთა დევნას იმ საფუძველზე, რომ ისისნი „კრინიმალები და დამნაშავეები" არიან. ხოლო გავლენიანმა დასავლელმა პოლიტიკოსებმა, მათ შორის NATO-ს გენერალურმა მდივანმა, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, სენატორებმა და კონგრესმენებმა გამოთქვეს მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ახალი ქართული რეჟიმი ოპოზიციის მიმართ შერჩევით სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს.

ეს საკმარისი იყო, რათა ინტერპოლს მოქმედება ადეიშილის მიმართ არ განეხორციელებინა, მით უმეტეს რომ უნგრეთმა მას თავშესაფარი მისცა, - წერს გამოცემა. ინტერპოლი გაფრთხილებული იყო, რომ ადეიშვილის საქმე პოლიტიკურ მოტივებთან იყო დაკავშირებული, თუმცა 2013 წლის ნოემბერში მიიღო გადაწყვეტილება ადეიშვილზე წითელი ცირკულარის გამოცემის შესახებ - წერს ავტორი და სხვა მსგავს შემთხვევებს იხსენებს. მაგალითად, როდესაც ინტერპოლმა 2008 წელს იგივე მოიმოქმედა ბიზნესმენ ილია კაცნელსონის მიმართ, რომელიც რუსეთის მიერ იძებნებოდა, ასევე 2009 წელს ირანის მიერ ძებნილი შაჰრამ ჰომაიონის და, მიმდინარე წლის დასაწყისში, ესტონელი პოლიტიკოსის ერიკ ნიილეს კროსის მიმართ, როიმელიც რუსეთის მიერ იძებნებოდა.
ავტორი აღნიშნავს, რომ ინტერპოლის კომპეტენცია არაა, განსაზღვროს ესა თუ ის პირი დამნაშავეა თუ არა, თუმცა, ადეიშვილის შემთხვევაში, პოლიტიკური დევნის თაობაზე გონივრული ეჭვისთვის საკმარისი საბაბი არსებობდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მსგავსი შემთხვევების წყალობით ინტერპოლი ხშირად ავტოკრატიების აგენტის როლს ასრულებს, რაც დემოკრატიულ ქვეყნებში მის მდგომარეობას საფრთხის ქვეშ აყენებს. და დადგა დრო, რათა დემოკრატიული ქვეყნები დარწმუნდნენ, რომ ინტერპოლი კვლავაც სასარგებლო და სათანადო როლს ასრულებს.

კომენტარები