შემოსავლების სამსახური

ვინც აჭარაში უშუქობის გამო სალარო აპრატს ვერ იყენებდა, არ დაჯარიმდება

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, არ დაჯარიმდებიან ის მეწარმეები, რომლებიც აჭარაში უშუქობის დროს პროდუქციას სალარო აპარატის გამოყენების გარეშე ყიდდნენ. 

"9-14 დეკემბერს, დიდთოვლობის გამო, აჭარის რეგიონს ელექტროენერგია შეფერხებებით მიეწოდებოდა. ელექტროენერგიის ეტაპობრივად აღდგენის პარალელურად, საკონტროლო შესყიდვების პროცესში დაფიქსირდა რამდენიმე სამართალდარღვევა და, შესაბამისად, გამოიწერა სამართალდარღვევის ოქმები.  თუმცა, ფორსმაჟორული ვითარების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, გადამხდელები, რომლებიც 9-14 დეკემბრის პერიოდში გამოწერილ სამართალდარღვევის ოქმებთან დაკავშირებით მიმართავენ შემოსავლების სამსახურს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, კეთილსინდისიერი გადამხდელის პრინციპიდან გამომდინარე, გათავისუფლდებიან დაკისრებული ჯარიმისაგან", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის 17 დეკემბრის განცხადებაში.

 

კომენტარები