NDI-ის კვლევა

NDI: 23% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს

ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა(NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარმოადგინა თემაზე - საზოგადოების განწყობა საქართველოში.

გამოკითხულთა 23% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. 35% კი თვლის, რომ საფრთხეს წარმოადგენს.

ხოლო 36%-ის აზრით, რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-27 ნოემბერის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით 3,915 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

 

კომენტარები