NDI-ს კვლევა

NDI: 2012 წლის შემდეგ, გამოკითხულთა 75% და მათი ოჯახი იმავე მდგომარეობაშია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ 2013 წლის ნოემბერში გამოკითხულთა 75% მიიჩნევს, რომ "ყველაფრის გათვალისწინებით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ", მისი ოჯახის მდგომარეობა არ შეცვლილა. 15% აცხადებს, რომ მათი პირობები შედარებით გაუმჯობესდა, ხოლო 10%-ისთვის გაუარესდა. 

NDI-ს იმავე კითხვაზე - "ყველაფრის გათვალისწინებით, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თქვენ და თქვენი ოჯახი შედარებით ხართ" - სექტემბერში გამოკითხულთა 74%-მა უპასუხა, რომ მისი ოჯახის მდგომარეობა არ შეცვლილა, ხოლო ივნისში - 72%-მა.

სექტემბერში გამოკითხულთა 11% აცხადებდა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მისი ოჯახი უკეთესად ცხოვრობს, ხოლო ივნისში - 12%. სექტემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 14% ცხოვრობდა უარესად, ხოლო ივნისში 16%-მა განაცხადა, რომ მისი ოჯახის მდგომარეობა გაუარესდა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-27 ნოემბრის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით 3,915 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე გამოიკითხა.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).

კომენტარები