ვანო მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილის ადვოკატები 26 მაისის საქმეზე უცხოელ ექსპერტებს მოიწვევენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში 26 მაისის მოვლენებზე ვანო მერაბიშვილის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. სხდომაზე შესავალი სიტყვა წარმოთქვა დაცვის მხარემ და პროკურატურამ საკუთარი მოწმეების დაკითხვა დაიწყო.

შესავალი სიტყვის დროს, ვანო მერაბიშვილის ადვოკატებმა 2011 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ფარული ვიდეოჩანაწერები წარმოადგინეს, სადაც 26 მაისის აქციაზე მიმდინარე მოვლენებია აღწერილი. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ყველა იმ მტკიცებულებას, რომელიც დღეს პროცესზე წარმოადგინეს, მომდევნო ეტაპზე სასამართლო სხდომებზე დაამტკიცებენ. დაცვის მხარის განცხადებითვე, ისინი მოიწვევენ უცხოელ ექსპერტებს, რომლებიც მოწმეების ჩვენებებს დააკვირდებიან და საბოლოოდ, საკუთარ დასკვნას დადებენ.

ვანო მერაბიშვილმა დღეს რამდენიმე განცხადება გააკეთა - მან გუშინ ქუთაისის სასამართლოში გაკეთებულ განცხადებაზე აღნიშნა, რომ 24 საათი გავიდა და არცერთი გამომძიებელი მისი განცხადებით არ დაინტერესებულა. მერაბიშვილმა ასევე ერთგვარი სოლიდარობა გამოუცხადა პროკურატურაში დაკითხვაზე მყოფ თბილისის მერს. 

კომენტარები