უკრაინისთვის გაზის ფასების შემცირება არ უკავშირდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს და რუსეთი მოძმე უკრაინელ ერს დახმარებას უწევს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ფასების შემცირების შესახებ გადაწყვეტილება არ ისახავს მიზნად უკრაინის მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერას, არამედ ის გამოწვეულია უკრაინის ეკონომიკური და სოციალური სირთულეებით. პუტინის განცხადებით, რუსეთი ვალდებულია, როგორც მონათესავე და მოძმე ქვეყანა, დაეხმაროს უკრაინელ ერს.
პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი არ ეწინააღმდეგება უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას, მისი თქმით, რუსეთი უბრალოდ ამბობს, რომ იძულებულია თავისი ეკონომიკა დაიცვას.