სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი

უეს ანდერსონის ფილმის ”სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი” ტრეილერი

0 კომენტარი

უეს ანდერსონის ფილმის ”სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი” მეორე ტრეილერი გამოვიდა.

ნამუშევარი, რომელიც ბერლინის 2014 წლის კინოფესტივალს გახსნის, სასტუმროსა და მის ბინადრებზე მოგვითხრობს. ფილმი უეს ანდერსონის ტრადიციებში იქნება გადაღებული, ბევრი პერსონაჟი, ბევრი პატარა ისტორია და ამბავი, რომელსაც რეჟისორი უცნაურ ისტორიებში შეფუთავს.

უეს ანდერსონის ახალ ფილმში მთავარ როლებს ბილ მიურეი, ჰარვი კეიტელი, ედრიენ ბროუდი, სირშა რონანი, ოუენ უილსონი, ტილდა სუინტონი, რალფ ფაინსი და კიდევ კინოს არაერთი ვარსკვლავი ასრულებს.

Moonrise kingdom-ის, ”ფანტასტიკური მისტერ ფოქსის”, ”ტენენბაუმების ოჯახის” რეჟისორის ახალი ფილმი, ”სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი” 2014 წლის 7 მარტს გამოვა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები