მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი საქმიანობას ფლეტჩერის დიპლომატიის სკოლაში გააგრძელებს

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქმიანობას აშშ-ის ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში გააგრძელებს, სადაც 2014 წლის გაზაფხულის სემესტრიდან გაუძღვება სალექციო კურსს ევროპულ მმართველობასა და სხვა თანამედროვე საერთაშორისო და რეგიონალურ საკითხებზე. ამის შესახებ ნათქმამია ფლეტჩერის სკოლის ვებგვერდზე განმოქვეყნებულ ცნობაში, რომელსაც მიხეილ სააკაშილი facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

ცნობაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლას შეუერთდება , „როგორც მაღალი დონის სახელმწიფო მოღვაწე".
"მივესალმებით პრეზიდენტ სააკაშვილის, ვარდების რევოლუციის ლიდერის შემობრძანებას ფლეტჩერისა და ტაფტის საზოგადოებაში. ის არის ჩამოყალიბებული ლიდერი და პოლიტიკური მოღვაწე, რომელმაც შეცვალა საკუთარი ქვეყნის ისტორია და საქართველო ევროატლანტიკურ სივრცეს დაუახლოვა. ასევე აღსანიშნავია მისი გავლენა რეგიონზე და რა თქმა უნდა, მსოფლიოზე", - განაცხადა ფლეტჩერის სკოლის დეკანმა, ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა.

როგორც ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მიხეილ სააკაშვილმა 37 წლის ასაკში უსისხლო რევოლუციის შედეგად შეცვალა პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა არჩეული პრეზიდენტი გახდა. 2013 წლის ნოემბერში მან დაასრულა ორი საპრეზიდენტო ვადა, რაც მაქსიმუმია საქართველოს კონსტიტუციის თანახმად.

"ჩემთვის დიდი პატივია, ვმუშაობდე ფლეტჩერის უნივერსიტეტის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინსტიტუტია ამ მიმართულებით. მე დავუბრუნდი ჩემს ფესვებს, რადგან ჩემი განათლება სწორედ სამართალსა და დიპლომატიას უკავშირდება. ასევე მომეცა შანსი, ის პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც ბოლო წლებში დამიგროვდა, თქვენ გაგიზიაროთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ტაფტის უნივერსიტეტში ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლის ვებგვერდზე აღნოშნულია, რომ სკოლა 80 წლის იუბილეს აღნიშნავს და აშშ-ში უმაღლესი განათლების ექსკლუზიურიად პირველი სასწავლებელია საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით. 1993 წლიდან სკოლა ამზადებს მსოფლიო ლიდერებს, რომლებსაც კომპლექსურ გამოწვევებთან შეჭიდება მათი საერთაშორისო ურთიერთობების ინტერდისციპლინარული მოქნილი და თანამშრომლობითი მეთოდებით უხდებათ.

სკოლის კურსდამთავრებულები წარმოადგენენ უმაღლესი კლასის ლიდერებს მსოფლიოში, ასობით ელჩის სახით. აქვთ დამსახურებული სახელი მედიაში, არიან მსოფლიო არასამთავრობო ორგანიზაციების მეთაურები; საერთაშორისო მშვიდობისა და თავდაცვის ინიციატივების ლიდერები; ასევე მსოფლიოში უდიდესი კომპანიების ხელმძღვანელები.

კომენტარები