სასამართლო

თავისუფალი ზონის ორ აქტივისტს 400 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალი ზონის ორ წევრს, დავით გოგოხიასა და ფარნაოზ ჭკადუას,  თბილისის საქალაქო სასამართლომ  400-400 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კიდევ ორმა აქტივისტმა - ბესო კალაძემ და სალომე მახარაშვილმა, სიტყვიერი გაფრთხილება მიიღეს. დაკავებულებს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდათ ბრალად.

თავისუფალი ზონის წევრები საპატრულო პოლიციამ გუშინ სასტუმრო ვერე პალასთან დააკავა, სადაც ისინი „სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგის" შეხვედრას აპროტესტებდნენ.

კომენტარები