საქართველოს სუპერთასი

საჩხერის ჩიხურამ დინამო თბილისი დაამარცხა და სუპერთასი მოიპოვა

fcdinamo.ge

22 დეკემბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს სუპერთასის მოსაპოვებლად, ერთმანეთს საჩხერის ჩიხურა და დინამო თბილისი შეხვდნენ.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. დასაწყისში უპირატესობას დინამოელები ფლობდნენ და ჩიხურას კიპერს რადენჯერმე დაემუქრნენ, თუმცა სომხიშვილი საიმედო იყო. საჩხერელები მოგვიანებით გააქტიურდნენ, ხისტად თამაშს უმატეს და შედეგად, 59-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა შეხვედრაში პირველი და, როგორც შემდეგ გაირკვა, ერთადერთი გოლი გაიტანა.

თამაშის მიწურულს, გივი კვარაცხელიას ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ახლო მანძილიდან ზუსტად ვერ დაარტყა.

საბოლოოდ, საჩხერის ჩიხურამ სუპერთასი ისტორიაში პირველად მოიპოვა, ახალი მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ჟვანიას ხელმძღვანელობით მოთამაშე დინამო კი ტიტულის გარეშე დარჩა.

კომენტარები