ბენზინი

კალაძე: ბენზინის გაძვირება საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდამ გამოიწვია

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial?fref=ts

ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში ბენზინის ფასი იმიტომ გაძვირდა, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა.

"მიზეზები არის ის, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა. ასევე მიზეზია ის, რომ ლარი, ასე ვთქვათ, გაუფასურდა. ამ ყველაფერმა გამოიწვია ბენზინის ფასის მატება", - უთხრა კალაძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს.

მისი ვარაუდით, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი უახლოეს მომავალში დარეგულირდება.

კომენტარები