ქეთევან დედოფალი

Archaeology Magazine: ინდოეთში ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილი აღმოაჩინეს

ქეთევან დედოფლის ფრესკა

არქეოლოგებმა ინდოეთში, გოაში მდებარე ქრისტიანული ტაძრის ნანგრევებში ქეთევან დედოფლის სხეულის ნაწილს მიაგნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის არქეოლოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო გამოცემა Archaeology Magazine ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, არქეოლოგებმა ქრისტიანული ტაძრის ნანგრევებში ქვის სარკოფაგი გახსნეს, სადაც აღმოჩენილ ხელის ძვლის დნმ-ს ჩაუტარეს სპეციალური ექსპერტიზა. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ხელის ძვალი არის ქართული წარმოშობის და დიდი ალბათობით ის სწორედ მე-17 საუკუნეში წამებით მოკლულ ქეთევან დედოფალს ეკუთვნის.

ქეთევან დედოფალი 1613 წელს სპარსელებმა დაატყვევეს. ისტორიული წყაროების მიხედვით, მან უარი განაცხადა შეეცვალა სარწმუნოება და გამხდარიყო სპარსეთის მმართველის ჰარემის წევრი, რის შემდეგაც ის დატყვევებიდან 11 წელიწადში წამებით მოკლეს.

ქეთევან დედოფლის ნეშტი სიკვდილის შემდეგ პორტუგალიელმა ქრისტიანებმა გოაში, ქრისტიანულ ტაძარში დაკრძალეს. 

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ქეთევან დედოფალი წმინდანად შერაცხა.

კომენტარები