დეპუტატის დაკითხვა

როლანდ ახალაია დაკითხვაზე მოქალაქეების საჩივრების საფუძველზე დაიბარეს

medianews.ge

მთავარ პროკურატურაში უმცირესობის კიდევ ერთი წევრი როლანდ ახალაია დაიბარეს. ის მოწმის სახით დაკითხვაზე მოქალაქეების საჩივრების საფუძველზე გამოიძახეს. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სამეგრელო-ზემო სვანეთში როლანდ ახალაიას საქმიანობის პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს.

როლანდ ახალაია პროკურატურაში ხვალ არის დაბარებული, თუმცა, ადვოკატ რომეო საჯაიას განცხადებით, ახალაია მისვლას არ აპირებს.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჯერ კიდევ გუშინ უნდა დაეკითხათ, თუმცა უწყებაში არც ის და არც მისი ადვოკატი არ გამოცხადნენ.

კომენტარები