მედიკამენტები რეცეპტით

სერგეენკო: წამლების რეცეპტით გაცემის პროცესი 1 სექტემბრისთვის გადაიდო

წამლების მხოლოდ რეცეპტით გაცემის პროცესი 2014 წლიდან ეტაპობრივად დაიწყება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი თქმით, ეს პროცესი 2014 წლის 1 იანვრიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა 1 სექტემბრისთვის გადავადდა. ამის მიზეზი, მინისტრის განმარტებით, ის გახდა, რომ კანონით გათვალისწინებული აკრძალვა მეორე ჯგუფს მიკუთვნებულ ფარმაცევტულ პროდუქციაზე მთლიანად ვრცელდება და რეცეპტების გაცემის პროცესის ადმინისტრირება გართულდებოდა.

"მთავარი მოტივაცია არის ის, რომ ჯერჯერობით, დღევანდელი მდგომარეობით, ბავშვების და ხანდაზმულების სამედიცინო მომსახურეობის ადმინისტრირებას ისევ კერძო სადაზღვევო კომპანიები უზრუნველყოფენ და ასეთ ადამიანებს სამედიცინო დაწესებულების არჩევანი არ აქვთ. ბავშვებისა და მოხუცების შემთხვევაში, ეს რიგების გაორმაგებას გამოიწვევდა. ძალიან მალე საქართველოს ყველა მოქალაქეს სამედიცინო დაწესებულების თავისუფალი არჩევანის უფლება ექნება, რაც აღნიშნულ რისკს მოხსნის და ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ.

კომენტარები