ურუგვაიმ მარიხუანის მოყვანის, გაყიდვისა და მოხმარების ლეგალიზება მოახდინა

salon.com

ურუგვაი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მარიხუანის მოყვანის, გაყიდვისა და მოხმარების სრული ლეგალიზება მოახდინა. ურუგვაელმა სენატორებმა კანონი დეკემბერში მიიღეს, პრეზიდენტ ხოსე მუხიკას ხელმოწერის შემდეგ კი, ის ძალაში შევიდა. კანონპროექტის ინიციატორი თავად პრეზიდენტი იყო.

კანონის სრულ იმპლიმენტაციამდე, მთავრობამ 120 დღის განმავლობაში უნდა ჩამოაყალიბოს საკონტროლო საბჭო, რომელიც შეიმუშავებს კულტივირების სტანდარტებს, დააწესებს ფასს და მოხმარებას მონიტორინგს გაუწევს.

მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, თვეში ერთხელ ლიცენზირებულ აფთიაქებში მაქსიმუმ 40 გრამი მარიხუანა შეიძინონ, პროდუქტის ყიდვა 18 წელს გადაცილებულ პირებს შეეძლებათ, რომლებიც სპეციალურ ბაზაში იქნებიან რეგისტრირებულნი.

კანონის მიხედვით, ასევე ნებადართული იქნება წელიწადში არაუმეტეს ექვსი ძირი მარიხუანის მოყვანა.

კანონის მიღებამდე, ურუგვაიში მარიხუანის მოხმარება არ ისჯებოდა, თუმცა კულტივირება და გაყიდვა აკრძალული იყო.

კომენტარები