GFF AWARDS

წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გურამ კაშია გახდა

0 კომენტარი

26 დეკემბერს, ფეხბურთის ფედერაციის ტრადიციულ, წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე, საუკეთესოები გამოავლინეს. ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობა საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა და ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის მწვრთნელებმა და კაპიტნებმა მიიღეს.

წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი არნემის ვიტესის ნახევარმცველი, ვაკო ყაზაიშვილი გახდა, ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი, დინამო თბილისის მეკარემ, გიორგი ლორიამ მიიღო. რაც შეეხება საუკეთესო ლეგიონერსა და ფეხბურთელს, ეს ორივე ტიტული არნემის ვიტესის მცველმა, გურამ კაშიამ დაიმსახურა. 2013 წლის საუკეთესო ქართული გუნდი, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები გახდა, რომელმაც ივლისში ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე იასპარეზა.

დაჯილდოების დასრულების შემდეგ, კომენტარი გააკეთა წლის საუკეთესო ქართველმა ფეხბურთელმა, გურამ კაშიამ.

"ძალიან ბედნიერი და აღელვებული ვარ. წელს ნამდვილად არ ველოდი ასეთ შედეგებს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ფეხბურთის ფედერაციას და იმ პროფესიონალებს - მწვრთნელებსა და კაპიტნებს, ვინც მიიჩნია, რომ მე ამ ჯილდოს ვიმსახურებ. ცოტა მეუხერხულება კიდეც, რადგან ვთვლი, რომ ჩემი ამპლუის ფეხბურთელის ასეთი აღიარება ძალიან ძნელია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა", - განაცხადა გურამ კაშიამ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები