საქართველოს პრემიერმინისტრი

პრემიერი მერაბიშვილზე: თუ შემთხვევა მოხდა შაბათს, რატომ გავიგეთ სამშაბათს

0 კომენტარი

კითხვაზე, რატომ არ დაიწყო გამოძიება მერაბიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის ამბობდა, რომ მთავარი პროკურორი აშანტაჟებდა, თუნდაც იმისთვის, რომ ეჭვები გაქარწყლებულიყო, პრემიერმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა პოზიციას უპასუხა:

"ამ ადამიანებს რეალობის განცდა აქვთ დაკარგული, მათ ავიწყდებათ რომ ისინი არიან უმცირესობაში, ისინი არიან ოპოზიციაში და რეალურად მე რომ გითხრათ, ისინი დაუბრუნდნენ თავიანთ ბუნებრივ მდგომარეობას, ისინი ყოველთვის იყვნენ უმცირესობაში. იყვნენ მთავრობაში მაგრამ იყვნენ უმცირესობაში, ვინაიდან ყველა დანარჩენი იყო მათ წინააღმდეგ. და ესენი იყვნენ დანარჩენთა წინააღმდეგ. აი ეს ხდება, არაფერი განსაკუთრებულია არ ხდება. ეს თემა ზოგადად არის აჟიტირებული და ზედმეტად გაზვიადებული, ფარცხალაძეს შეემთხვა ინციდენტი, მან ეს აღიარა, არ დამალა...

მერაბიშვილი ხვალ იტყვის რომ მე გავიტაცე, ხვალ იტყვის რომ თქვენ გაიტაცეთ, ძალიან ბევრ რამეს იტყვის. რა მტკიცებულებების დადება უნდა მოხდეს? დავუშვათ ვანო მერაბიშვილის განცხადება არის სიმართლე, თუ მას ეს შეემთხვა შაბათს, ადგილი ქონდა რაიმე ზეწოლას, შაბათს მასთან იყო ადვოკატი, კვირას იყო ადვოკატი, ორშაბათს იყო ადვოკატი, რატომ ხდება რომ მხოლოდ სამშაბათს ვგებულობთ ამ ყველაფერს. ადვოკატი იმავე დღეს ატეხდა ერთ ამბავს, რომ ვანო მერაბიშვილი გაიტაცეს შაბათ დილის თუ პარასკევ ღამეს, თუ არ ვიცი როდის თქვა. არავითარ ლოგიკასთან არ მოდის შესაბამისობაში. სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ შიდა მოკვლევა დაიწყო, გაირკვევა ყველაფერი, დაიდება ფაქტები და დაწყნარდება ყველაფერი. 

კითხვაზე დაიდება თუ არა ფაქტები, რომელსაც საზოგადოება დაინახავს, პრემიერმა უპასუხა "დაიდება მოკვლევის შედეგები" - განაცხადა პრემიერმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები