კრიმინალი

თბილისში ვისოლის ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

თბილისში, ვისოლის ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე ორმა თავდამსხმელმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 400 ლარამდე თანხა გაიტაცა და მიიმალა. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. თვითმხილველთა განცხადებით, თავდამსხმელებს ნიღბები ეკეთად, კომპანიის თანამშრომლებისთვის კი არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიუყენებიათ.

სავარაუდოდ, თავდამსხმელები ადგილზე დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირეს.

კომენტარები