გიგა ბოკერია

ბოკერია: მთავრობის მუშაობაში პოზიტიურია, რომ პროდასავლური კურსი გაგრძელდა

გიგა ბოკერია
tabula.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივნის გიგა ბოკერიას შეფასებით, მთავრობის მუშაობაში მოსაწონია ის ფაქტი, რომ ბევრი საგანგაშო ნიშნის მიუხედავად, ქვეყანაში პროდასავლური კურსი გაგრძელდა. სწორედ ეს მიიჩნია ბოკერიამ მმართველი პოლიტიკური გუნდის ერთადერთ პოზიტიურ ნაბიჯად რუსთავი 2-თან საუბარში.

"ცოტა ხნის წინ, ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით, გაიმართა ვილნიუსის სამიტი, სადაც საქართველომ პარაფირება მოახდინა დოკუმენტის, რომელზეც მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა პოლიტიკური და ბიუროკრატიული კუთხით. ფუნდამენტს ჩაუყარა საფუძველი ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და ეს საქმე გაგრძელდა, რაც ასეც უნდა ყოფილიყო. საქართველოში საზოგადოებრივი აზრი ძალიან ძლიერია და მოსახლეობა მყარად უჭერს მხარს ევროინტეგრაციას" - აცხადებს ბოკერია და აღნიშნავს, რომ დღევანდელ მმართველ გუნდს ჰყავს პროდასავლური დემოკრატიული ოპოზიცია, ასევე, კოალიციაში არიან ძალები, რომლებისსთვისაც მნიშვნელოვანია დასავლური კურსი.

"ხოლო  დასავლური კურსიდან გადახვევის ინსტინქტები, რომლებიც სამწუხაროდ არსებობს, ჯერჯერობით, არის დათრგუნული და დაპრესილი. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს ასეც დარჩეს" - თქვა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ პოზიტიური ნაწილი ამით ამოიწურება.

კომენტარები