კოკა ყანდიაშვილი

კოკა ყანდიაშვილი მაია ბიგვავამ შეცვალა

reportiori.ge

საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, კოკა ყანდიაშვილი სახელმწიფო კანცელარიაში კომუნიკაციების საკითხში კონსულტანტად გადავიდა. ამის შესახებ ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობას მაია ბიგვავა შეასრულებს.

კოკა ყანდიაშვილის განცხადებით, დეპარტამენტიდან წასვლის თაობაზე პრემიერს თავად მიმართა.

"დავინიშნე საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, კონსულტანტად საზოგადოებასთან კომუნიკაციების საკითხებში.
შეგიძლიათ მომილოცოთ. აქ ვარ, არსად წავსულვარ, არავის გადავუყენებივარ, არავის გავუგდივარ და ასე შემდეგ - პირიქით - ყველაფერი კარგადაა. მე თავად ვთხოვე პრემიერს - დეპარტამენტიდან წასვლის თაობაზე. ამიერიდან მექნება მუშაობის უფრო ხელსაყრელი პირობები. იმედია ბევრად ეფექტური და შედეგიანი იქნება ჩემი საქმიანობა. მადლობას ვუხდი თანამშრომლობისთვის - ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ეს პერიოდი მომიწია მუშაობა - მთავრობაში, კანცელარიაში თუ სამინისტროებში. ძირითადად ეს - ნიჭიერი, პროფესიონალი, ახალგაზრდა, პრინციპული და წესიერი ხალხია. თუმცა თანამშრომლობა გრძელდება - ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო საქმე გველის წინ" - წერს ყანდიაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები