მიხაელ შუმახერი საავადმყოფოში

შუმახერი კვლავ კომაშია

მიხაელ შუმახერი
STR/Getty Images

ფორმულა ერთის შვიდგზის ჩემპიონი მიხაელ შუმახერი უკვე რამდენიმე დღეა ხელოვნურად გამოწვეულ მკომაში იმყოფება. ექიმების თქმით, ოდნავი გაუმჯობესება შეინიშნება, თუმცა, მდგომარეობა კრიტიკულია და საფრთხე არ შემცირებულა.

BBC-ის ცნობით, როგორც ავტომრბოლელის მენეჯერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ერთადერთი კარგი ამბავი ბოლო დღეების განმავლობაში ისაა, რომ ჩემპიონის მდგომარეობა არ გაუარესებულა.

მიხაელ შუმახერი 29 დეკემბერს საფრანგეთში, ალპების ერთ-ერთ სამთო კურორტზე თხილამურებით სრიალისას დაშავდა. მან თავის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შემდეგაც გრენობილში გაუკეთდა ნეიროქირურგიული ოპერაცია. ექიმებმა სპეციალური მედიკამენტით მისი კომა გამოიწვიეს, რათა ურთულესი ოპერაციის შემდეგ შუმახერის ტვინი საფრთხისგან იყოს დაცული. ექიმები შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობის პროგნოზს ვერ აკეთებენ, მათივე ინფორმაციით, ხელოვნურად გამოწვეული კომა შეიძლება რამდენიმე დღე, ან კვირა გაგრძელდეს.

კომენტარები