ახლო აღმოსავლეთი

ბეირუთში ტერაქტს 5 ადამიანი ემსხვერპლა

AFP

ლიბანის დედაქალაქში დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა, 20-მდე კი დაშავდა. რამდენიმე კვირით ადრე მსგავსი ტერაქტი ბეირუთის ამავე უბანში, ირანის საელჩოსთან განხორხციელდა, მაშიმ 25 ადამიანი დაიღუპა.

ბეირუთის სამხრეთ ნაწილი, სადაც ორივე ტერაქტი მოხდა, დაჯგუფება ჰეზბოლას დასაყრდენს წარმოადგენს, სადაც მისი მრავალი სტრუქტურაა განლაგებული. ჰეზბოლას წინააღმდეგ ლიბანელი სუნიტების აგრესია სირიაში სამოქალაქო ომში ამ ორგანიზაციის მებრძოლების ჩართვამ გამოიწვია, რომლებიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარეს იბრძვიან.

კომენტარები