სოჭი

დოჟდის ინფორმაციით, სოჭში სავაჭრო ცენტრიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს

pambianconews.com

ტელეკომპანია დოჟდის ინფორმაციით, სოჭში სავაჭრო ცენტრ მორემოლიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.

სოჭის საინფორმაციო სააგენტო SCH.SU - ს ცნობით, სავაჭრო ცენტრში მყოფებს ცენტრის ხელმძღვანელობამ ტერიტორიის დატოვება სთხოვა. შენობის ყველა შესასვლელი და გასასვლელი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს აქვთ გარშემორტყმული.

ასევე დოჟდის ცნობით, სოციალურ ქსელ ტვიტერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავაჭრო ცენტრში ხალხის ევაკუაცია მოსალოდნელი ტერაქტის საფრთხის გამო ხდება.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სოჭში იმყოფება.

კომენტარები