ზურაბ ჭიაბერაშვილი

ზურაბ ჭიაბერაშვილი კახეთის გუბერნატორის ბრალდებას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს

ზურაბ ჭიაბერაშვილი კახეთის გუბერნატორის ბრალდებას პასუხობს და ირაკლი შიოლაშვილის განცხადებას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს.

"ჩემს მიმართ პოლიტიკური დევნის გაგრძელებას ველოდებოდი. ეს ადამიანი ერთი თვეა, ამ საქმეში იქექება. ზუსტად ერთი თვის წინ შევუთვალე, რომ ნუ ფაფხურობ, შეგიძლია, პირდაპირ წახვიდე პროკურატურაში. შემიძლია, განვაცხადო, რომ გუბერნატორს თავისუფლად შეუძლია ყაჩაღებით დაკომპლექტებულ პროკურატურას მიმართოს, მერე სასამართლოს და ჩემს წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე საქმე აღძრან, ჩვენ ამას უკვე მივეჩვიეთ. ჩემი მინისტრობის პერიოდთან დაკავშირებით სასამართლოშია საქმე და, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების სურვილია, იქნებ რაიმე იპოვოს ჩემი გუბერნატორობის პერიოდთან დაკავშირებით", - თქვა ჭიაბერაშვილმა.

კახეთის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა დღეს, ყოფილი გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დაადანაშაულა.

კომენტარები