პოლ უოკერი

პორშე, რომელშიც პოლ უოკერი იჯდა, ავარიამდე მინიმუმ 160 კმ/სთ-ით მოძრაობდა

0 კომენტარი
პოლ უოკერი

ლოს ანჯელესის პოლიციამ გამოაქვეყნა ექსპერტიზის 15-გვერდიანი დასკვნა, სადაც დეტალურადაა აღწერილი იმ ავტოავარიის შედეგები, რომელსაც ჰოლივუდის ვარსკვლავის, პოლ უოკერისა და მისი მეგობრის როჯერ როდასის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავტოავარია ლოს ანჯელესთან ახლოს, სანტა კლარიტაში 2013 წლის 30 ნოემბერს მოხდა. Porshe Carrera GT-ის საჭესთანა როჯერ როდასი იჯდა, რომელმაც გაურკვეველი მიზეზით ავტომობილის მართვაზე კონტროლი დაკარგა, რის შემდეგაც ხესა და განათების ბოძს შეეჯახა. შეჯახებიდან დაახლოებით 60 წამში კი ავტომობილი აალდა და მთლიანად დაიწვა.

როგორც ექსპერტიზის ახლადგამოქვეყნებულ დასკვნაში წერია, უოკერისა და როდასის სხეულები იმდენად დაიწვა, რომ მათი შინაგანი ორგანოები დონაციისთვისაც კი გამოუსადეგარი იყო.

ექსპერტიზის შედეგად გაირკვა, რომ პოლ უოკერს ტრაქეაში მცირე ზომის დამწვრობა ჰქონდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილის აალებამდე ის უკვე გარდაცვვლილი იყო. ავტომობილში მყოფ უოკერსა და როდასს იმ მასშტაბის მოტეხილობები ჰქონდათ, რომ სპეციალისტების მოსაზრებით, ისინი ავტოავარიისას მომენტალურად დაიღუონენ.

პოლ უოკერს ავარიის შედეგად მოტეხილი ჰქონდა მარჯვენა მაჯა, მარცხენა ხელი. გარდა ამისა, მას დამტვრეული ჰქონდა ყბის, მხრისა და მენჯის ძვლები, ასევე, ნეკნები და ხერხემალი.

რაც შეეხება როჯერ როდასს, მას დაზიანებული ჰქონდა თავი, კისერი დ გულ-მკერდი, რამაც მისი მომენტალური სიკვდილი გამოიწვია.

სტუდია Universal-ის განცხადებით, 2014 წელს პოლ უოკერის მონაწილეობით Fast and Furrious-ის მე-7 ფილმის პრემიერა უნდა გამოსულიყო, თუმცა, მთავარი როლის შემსრულებლის ტრაგიკულმა სიკვდილმა პრემიერის 1 წლით გადადება გამოიწვია. როგორც კინოსტუდიაში აცხადებენ, ფილმის ძირითადი სცენები გადაღებულია, დარჩენილ სცენებში კი პოლ უოკერის უკვე გადაღებულ კადრებს გამოიყენებენ, გარდა ამისა, რამდენიმე სცენის გადაღება იქნება აუცილებელი, სადაც პოლ უოკერს მისი კასკადიორი ძმა შეცვლის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები