სუბარის ქონებრივი დეკლარაცია

declaracion.ge: სოზარ სუბარმა 2013 წელს ორი ბინა შეიძინა

სოზარ სუბარი
Georgian Times

საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ საიტზე სოზარ სუბარის ქონებრივი დეკლარაცია დაიდო, რომლის მიხედვითაც სასჯელაღსრულების მინისტრმა გასულ წელს ორი ბინა შეიძინა.

სოზარ სუბარმა 2013 წლის 13 მარტს "ბანკი ქართუდან" აიღო სესხი 140 ათასი ამერიკული დოლარის ოდენობით, სესხი საცხოვრებელი ბინის შესაძენად იქნა გამოტანილი, რომელიც 2023 წლის 13 მარტამდე უნდა დაიფაროს. ამასთანავე, მინისტრმა გასულ წელს 190 ათასი ამერიკული დოლარის ღირებულების საცხოვრებელი სახლი, თბილისში, სულხან ცინცაძის #49-ში, შეიძინა. ბინის ფართობი 187.9 კვ.მ-ია.

გასულ წელს მინისტრის შემოსავალი 11 389,  ხოლო მისი მეუღლის, თამარ ყუბანეიშვილის კი 19 138 ლარს შეადგინა. 

კომენტარები