შობა

ირაკლი ღარიბაშვილი სომეხ მოქალაქეებს შობას და ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომეხ თანამოქალაქეებს შობას და ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს.

"დღეს, 6 იანვარს, სომხური სამოციქულო ეკლესია შობასა და ნათლისღებას აღნიშნავს. ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს. ქართველებმა და სომხებმა ბევრი განსაცდელი და გამარჯვება გამოვიარეთ ერთად. ურყევია ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ძმობა და მეგობრობა. მჯერა, კიდევ ბევრს ვიშრომებთ ერთად ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ დიდ დღესასწაულს სომხებს, ჩვენს ძმებს. მინდა ვუსურვო მათ ოჯახებს ბედნიერება, მშვიდობა, კეთილდღეობა და დიდი წარმატებები", - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მისალოცში.

კომენტარები