ქრისტეშობა

ალილოს მსვლელობის გამო თბილისში რამდნიმე ქუჩა გადაიკეტება

Participants march with national flags during "Alilo", a religious procession, to celebrate the Orthodox Christmas in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შობის დღესასწაულზე ატოსაგზაო მოძრაობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შსს-ს ცნობით საშობაო ალილოს მსვლელობასთან დაკავშირებით თბილისში გადაიკეტება შემდეგი ქუჩები: დილის 09:00 საათიდან ვარდების მოედანი, ხოლო 14:00 საათიდან რუსთაველის გამზირი, პუშკინის ქუჩა, ბარათაშვილის აღმართი, ავლაბრის მოედანი, მესხიშვილის, გონაშვილის და სამრეკლოს ქუჩები.

აღნიშნულ ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა ალილოს დასრულებისთანავე განახლდება.

 

კომენტარები