ქრისტეშობა

გიგი უგულავამ სრულიად საქართველოს ქრისტეშობა მიულოცა

სამების საკათედრო ტაძარში აღვლენილ ლიტურგიაზე შობა მართლმადიდებლებს თბილისის უფლებამოსილებაჩერებულმა მერმა, გიგი უგულავამ მიულოცა:

"მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო შობის ბრწყინვალე დღესასწაული, ვუსურვო ჯანმრთელობა, წინსვლა, შობა არის დღესასწაული რომელიც უკავშირდება მაცხოვრის დაბადებას, შესაბამისად ახალ იმედს, ახალ ენერგიას, ახალი ცხოვრების დაწყებას, ამიტომ ყველაფერი რაც ადამიანს შეიძლება გასაჭირი ჰქონდეს, შობით უნდა დაიძლიოს, ესეთი გამოთქმა არსებობდა ისტორიულად საქართველოში და მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ თითოეული ადამიანისთვის ასეთი იქნება დღევანდელი შობის ბრწყინვალე დღესასწაული" - განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები