ქრისტეშობა

ალასანიამ მოსახლეობასა და შეიარაღებულ ძალებს შობის დღესასწაული მიულოცა

facebook.com/alasaniairakli

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მოსახლეობას და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შობის დღესასწაულს ულოცავს. 

"დღეს მართლმადიდებელი სამყარო შობის უდიდეს დღესასწაულს ზეიმობს! გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს! დღევანდელი დღის მადლი შეეწიოს ჩვენს სამშობლოს, შეიარაღებულ ძალებს და თქვენს ოჯახებს!", - წერია მილოცვაში.

კომენტარები