პატრიარქის ეპისტოლე 2014

სერგეენკო: პრობლემაა აბორტების რაოდენობა და ე.წ. სელექციური აბორტები

0 კომენტარი

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს ეხმაურება. მისი განცხადებით, საქართველოში აბორტი სერიოზული პრობლემაა.

"პრობლემაა არა მხოლოდ აბორტების რაოდენობა, არამედ ე.წ. სელექციური აბორტები. წინასწარ იგებენ ბავშვის სქესს და ხშირად, როდესაც ეს გოგონაა, აბორტს იკეთებენ, რაც ყველანაირი ლოგიკით მიუღებელია. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მხოლოდ მექანიკური მკაცრი აკრძალვა, როგორც წესი, უკუეფექტს იძლევა. სამინისტროში გვეყოლება სპეციალური ექსპერტთა ჯგუფი, რომლებთანაც ვამუშავებთ სტრატეგიას თუ როგორ მოვაგვაროთ ეს საკითხი სისტემურად", - ამბობს სერგეენკო.

პატრიარქმა წლევანდელ ეპისტოლეში ისაუბრა ოჯახზე. ამასთან, დაგმო სექსუალური უმცირესობები, აბორტი და ხელოვნური განაყოფიერება. მისივე თქმით, "ოჯახი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება, ბედნიერი ვერ იქნება".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანა სუბელიანი

კომენტარები