პატრიარქის ეპისტოლე 2014

ზვიად კვაჭანტირაძე: არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი პატრიარქის სურვილით გაჟღერდა

facebook.com/Zviad Kvachantiradze

პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, არ სჯერა, რომ "ეს ყველაფერი პატრიარქის სურვილით გაჟღერდა".

"უფალო შემინდე! გული მატკინა გუშინდელმა ეპისტოლემ. მნიშვნელოვნად გული მატკინა. არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი პატრიარქის სურვილით გაჟღერდა. ჩვენს ირგვლივ იზრდებიან სუროგატულად ჩასახული არაჩვეულებრივი ბავშვები. იმათ რამე ბრალი მიუძღვით? მედიცინის და პროგრესის წინააღგმდეგ თუ მივდივართ მაშინ ჯერ ყველა მეცნიერული პროგრესის წყალობით მოტანილ მატერიალურ სიკეთეებზე გვეთქვა უარი? უფალო შემიწყალე ჩემი ეჭვებისთვის და გაუნათე გზა ჩემს საქართველოს! ქრისტეშობას გილოცავთ ყველას!" - წერს კვაჭანტირაძე FACEBOOK-ის პირად გვერდზე.

პატრიარქმა წლევანდელ ეპისტოლეში ისაუბრა ოჯახზე. ამასთან, დაგმო სექსუალური უმცირესობები, აბორტი და ხელოვნური განაყოფიერება. მისივე თქმით, "ოჯახი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება, ბედნიერი ვერ იქნება".

კომენტარები