პატრიარქის ეპისტოლე

დარჩიაშვილი: ეპისტოლეს ლაიტმოტივია Есть два мнения - мое и не правильное

primetimenews.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს გამოეხმაურა.

"მოვუსმინე მეც ეპისტოლეს. ალბათ ვიცოდი და იცით თქვენც, მაგრამ რაღაცნაირად ნათლად დავინახე, რატომ და როგორ ჩაენაცვლა კომუნისტური ნომენკლატურის მიერ ნაქადაგებ მეცნიერულ კომუნიზმს და ანტიდასავლურ პროპაგანდას ასევე ბიუროკრატიულად ნაქადაგები მართლმადიდებლობა. ეჭვი მაქვს, ორივე მიმართულების ავტორების დამთხვევაც დიდია. ეპისტოლეს ლაიტმოტივი, რუსული სხარტი გამოთქმით (უხდება ამ თემას რუსული ენა) შემდეგია: Есть два мнения - мое и не правильное. ნუ რა აქვს ამას საერთო სახარებისეულ შეგონებასთან, რომ უცოდველმა ისროლოს ქვა?" - აღნიშნავს დარჩიაშვილი.

კომენტარები