პატრიარქის ეპისტოლე 2014

საპატრიარქოსთან მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს

დაპირისპირება საპატრიარქოსთან
თემო მაჩიტიძე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოსთან ამ წუთებში იმართება მოქალაქეების აქცია, რომლებიც პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებაზე გამოქვეყნებულ უარყოფით მოსაზრებებს აპროტესტებენ.

საპატრიარქოსთან აქციის დაწყებიდან მალევე გამოჩნდნენ ის მოქალაქეები, რომლებიც საპატრიარქოს პოზიციას იცავენ. მათ შორისაა პოლიტპატიმრის სტატუსით ციხიდან გათავისუფლებული გიორგი გაბედავა. მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს. ადგილზე იმყოფება ტაბულას გადამღები ჯგუფიც. ტაბულას ჟურნალისტის თქმით, იყო მცირე შეხლა-შემოხლა, ადგილზე იმყოფება პოლიციაც.

აქცია საპატრიარქოსთან
ფოტო: თემო მაჩიტიძე

რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცავებმა დააკავეს მოქალაქე ვეფხია ღვალაძე, რომელმაც აქციის ერთ-ერთ მონაწილეს პლაკატი დაუხია.

აქცია პატრიარქის ეპისტოლეს გასაპროტესტებლად ფეისბუქის საშუალებით 7 იანვარს დაიგეგმა.

კომენტარები