დინამო თბილისი

დინამო თბილისში 6 ახალი ფეხბურთელი ჩაირიცხა

დინამო თბილისი

დინამო თბილისში ერთბაშად 6 ახალი ფეხბურთელი ჩაირიცხა.

საქართველოს ჩემპიონის რიგებში ითამაშებენ გორის დილას ყოფილი ფორვარდი ირაკლი მოდებაძე, ზესტაფონის ნახევარმცველი თორნიკე გორგიაშვილი, ვიტ-ჯორჯიას მეკარე ნიკა დაუშვილი, ნახევარმცველი გიორგი ჯანელიძე, ქუთაისის ტორპედოს მცველი გიორგი ხიდეშელი და ნახევარმცველი მათე ცინცაძე.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა ირაკლი მოდებაძემ.

"დინამო ჩემთვის ის გუნდია, რომლის წარმატებისთვის დღეს ყველა ძალ-ღონე მაქვს მიმართული. დინამოს ყოველთვის ჰქონდა დიდი გეგმები და შევეცდები ყველაფერი გავაკეთო დასახული მიზნების მისაღწევად. დინამო ის გუნდია, სადაც ყველაფერი კეთდება საქართველოში ფეხბურთის განვითარებისა და წინსვლისათვის. მადლობა ჩემს მიმართ გამოჩენილი ნდობისთვის. ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს ყოფილ კლუბს გორის დილას, იმედი მაქვს მოვა დრო და იქაც ისეთივე საფეხბურთო პირობები იქნება, როგორიც დინამოშია", - განაცხადა ირაკლი მოდებაძემ.

 

 

კომენტარები