სერიალი

მოფატი: სერიალ "შერლოკის" მეოთხე სეზონი აუცილებლად იქნება

0 კომენტარი

BBC-ის სერიალს, "შერლოკს" მეოთხე სეზონიც ექნება, ამის შესახებ შოუს ერთ-ერთმა შემქმნელმა სტივენ მოფატმა განაცხადა.

მოფატის თქმით, ბენედიქტ ქამბერბაჩი მინიმუმ კიდევ სამი სერიის მანძილზე შერლოკ ჰოლმსი იქნება. მესამე სეზონის დასკვნითი სერია კვირას, 12 იანვარს გამოვა.

სტივენ მოფატმა ჟურნალისტებს მიმდინარე სეზონის შესახებ კითხვებზე უპასუხა. განვლილმა ორმა ეპიზოდმა მაყურებლებსა და კრიტიკოსებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ნაწილი კმაყოფილია სერიების სიუჟეტით, მეორე ნაწილის აზრით კი, გატისისა და მოფატის სცენარი გაწელილია და ძველი სეზონების კოპირებაა.

”შერლოკი დეტექტიური სერიალი არ არის, ეს არის სერიალი დეტექტივზე, ჭკვიან ადამიანზე და ამიტომაც ჩვენ ვცდილობთ, ის რაც შეიძლება ბევრი კუთხით გაჩვენოთ”, - განაცხადა მოფატმა.

მესამე სეზონის დასკვნით, მესამე სერიაში შერლოკის ახალი. ძლევამოსილი მტერი, ჩარლზ ავგუსტ მაგნუსენი გამოჩნდება. მის როლს მადს მიკელსენის ძმა, ლარს მიკელსენი ასრულებს. მოფატის თქმით, არაა გამორიცხული მაგნუსენი მეოთხე სეზონშიც დაბრუნდეს.

ჯერჯერობით უცნობია მეოთხე სეზონის პრემიერის თარიღი, თუმცა გავრცელდა ინფორმაცია, რომ გატისი და მოფატი მეხუთე სეზონის მასალასაც ამზადებენ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები