ISAF-ის მისია

ავღანეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სამი ამერიკელი დაიღუპა

A Hercules aircraft is seen on a runway at U.S. Marine Corps Air Station Futenma in Ginowan
Toru Hanai / REUTERS

ავღანეთის აღმოსავლეთში, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად სამი ამერიკელი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ, NBC NEWS სამხედრო მოსამსახურეებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გარდაცვლილთაგან ორი სამხედრო, ხოლო ერთი სამოქალაქო პირი იყო. სამივე დაღუპული ISAF-ის მისიას ემსახურებოდა. ამ დრომდე ოფიციალური ცნობა მათი ვინაობის შესახებ არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, რომ 17 დეკემბერს სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ავღანეთში შვიდი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. 

კომენტარები