ტორონტოს მერი

ტორონტოს მერი კანადის ხელისუფლებისგან მარიხუანის დეკრიმინალიზაციას ითხოვს

a.abcnews.com

ტორონტოს მერი რობ ფორდი კანადის ხელისუფლებისგან მარიხუანის დეკრიმინალიზაციას ითხოვს.

რადიოინტერვიუს დროს, ტორონტოს მერმა განაცხადა, რომ მარიხუანის დეკრიმინალიზაცია ნაკლებსავარაუდოა, ვიდრე ქვეყნის სათავეში კონსერვატორები არიან. ფორდის თქმით, მას არ ესმის თუ რატომ არ უნდა მთავრობას, მარიხუანის დეკრიმინალიზაცია მოახდინოს და გაყიდვებიდან მოგება მიიღოს.

გასულ წელს, ტორონტოს მერი სკანდალში გაეხვია, როცა განაცხადა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის დროს ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინი მიიღო. ამის გამო, ტორონტოს მუნიციპალურმა საბჭომ მას უფლებამოსილების დიდი ნაწილი ჩამოართვა, თუმცა ქალაქის არჩეული მერის გადაყენება ვერ შეძლო.

ტორონტოს მუნიციპალური საბჭოს წევრები მიიჩნევენ, რომ რობ ფორდი ქალაქის სირცხვილია. მიუხედავად ამისა, ფორდი მერის მომავალ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას მაინც გეგმავს.

კომენტარები