ქრთამის აღება მარნეულში

ქრთამის აღების ფაქტზე მარნეულის საკრებულოს მაღალჩინოსანი დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე , მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ნუგზარ ირიაული დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით დაკავებულმა თანამდებობრივი უფლებამოსილების შესრულებისას, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, 47 ჰექტარი სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, ერთი წლით სარგებლობაში უკანონოდ გადაცემის სანაცვლოთ, მოქალაქისაგან ქრთამის სახით, 14 000 ლარი აიღო. 

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

კომენტარები