არიელ შარონი

ისრაელის ყოფილი პრემიერი არიელ შარონი 8-წლიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა

CNN

ისრაელის ყოფილი პრემიერმინისტრი არიელ შარონი 8-წლიანი კომის შემდეგ, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. შარონი თელავივთან ახლოს შებას საავადმყოფოში იმყოფებოდა.

2 იანვარს ექიმებმა გამოაცხადეს, რომ შარონის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. არიელ შარონი, რომელიც ისრაელის პრემიერმინისტრი 2001 წელს გახდა, რამდენიმე ორგანოს, მათ შორის ფილტვების, ფუნქციონირების დარღვევას უჩიოდა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც 1982 წელს ლიბანში შეჭრის ოპერაციას მეთაურობდა, და ასევე იყო ისრაელის თითქმის ყველა ომის ვეტერანი, 2006 წელს, მწვავე ინსულტის შედეგად, კომაში ჩავარდა.

კომენტარები