Game of thrones

სერიალის Game of Thrones მეოთხე სეზონის ტრეილერი გამოვიდა

HBO-ს სერიალ Game of Thrones-ის მეოთხე სეზონის ტრეილერი გამოვიდა.

Game of Thrones-ის მეოთხე სეზონი ჯორჯ რ.რ. მარტინის ფენტეზი წიგნების კრებულის (A Song of Ice and Fire) მესამე ნაწარმოების, A Storm of Swords, დასკვნითი ნახევრის ეკრანიზაცია იქნება.

ახალი სეზონი წითელი ქორწილის (red wedding) შემდეგ განვითარებულ ამბებზე მოგვითხრობს. დენერის ტარგარიენი არმიის გაძლიერებას აგრძელებს, სტანის ბარათეონი კვლავ ტახტზე ასვლისთვის იბრძვის, ჯოფრი ბარათეონი ქორწილისთვის ემზადება, ჯონ სნოუმ კედელი უნდა დაიცვას, ბრან სტარკი კი მოგზაურობას აგრძელებს. სერიალში ახალი პერსონაჟები გამოჩნდებიან. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინც ობერინ მარტელია, რომელიც მესამე წიგნის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟია. წითელ გველად (Red Viper) წოდებული პერსონაჟის როლს ჩილელი მსახიობი პედრო პასკალი შეასრულებს.

Game of Thrones-ის მეოთხე სეზონის პრემიერა 6 აპრილს შედგება. 

კომენტარები