სოჭი 2014

იან მაკელენმა და ნობელის პრემიის ლაურეატებმა პუტინს ღია წერილი მისწერეს

aceshowbiz.com

მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელის პრემიის 27-მა ლაურეატმა და მსახიობმა იან მაკელენმა ვლადიმირ პუტინს ღია წერილი მისწერეს, სადაც რუსეთის პრეზიდენტს გეების საწინააღმდეგო დისკრიმინაციული კანონის გაუქმებას სთხოვენ. 

ღია წერილის ინიციატორები ქიმიკოსი ჰაროლდ კროტო და იან მაკელენი არიან, რომელმაც წერილს ხელი მის მიერ განსახიერებული ცნობილი პერსონაჟების ჰენრი მეხუთისა და გენდალფის სახელით მოაწერა.

Independent-ში გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ გასულ წელს მიღებულმა კანონმა ჰომოსექსუალობის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ გეების წინააღმდეგ ძალადობის ზრდა და მათ შორის თვითმკვლელობების რიცხვის მატებაც გამოიწვია. ხელისმომწერები იმედს გამოთქვამენ, რომ რუსეთის ხელისუფლება ჰუმანიტარულ და დემოკრატიულ პრინციპებს გაითვალისწინებს და გადაწყვეტილებას შეცვლის. Independent-ი აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციული კანონის გამო პუტინი სოჭის ოლიმპიადის წინ კრიტიკის ქვეშ მოექცა, ასევე გაჩნდა ეჭვები უცხოელი ლგბტ სპორტსმენების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. 

 

კომენტარები