იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა სია გამოქვეყნდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა საის აქვეყნებს. წარმოდგენილი კანდიდატებიდან, პრეზიდენტი ერთს დანიშნავს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობენ:

1. მამუკა მდინარაძე - შ.პ.ს ახალი უმაღლესი სასწავლებელი, ს.ს.ი.პ. „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია"
2. გია დეკანოზიშვილი - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
3. ნინო ნიშნიანიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
4. ზურაბ ძლიერიშვილი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
5. ვახტანგ მჭედლიშვილი - საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის
6. გიორგი გიორგაძე - ააიპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"
7. გიორგი ბერძენიშვილი - აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი
8. ლევან ბოძაშვილი - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
9. ავთანდილ კახნიაშვილი - სასწავლო უნივერსიტეტი ევროპული აკადემია
10. იური ტაბუცაძე - ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
11. გიორგი გიორგაძე - ს.ს.ი.პ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ს.ს.ი.პ. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
12. ზურაბ სანიკიძე - ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი
13. ლილი გელუკაშვილი - ს.ს.ი.პ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
14. გიორგი თევზაძე - ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაცია

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სულ 15 წევრისაგან შედგება. გასულ წელს მიღებული ხმაურიანი საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, საბჭოს რვა წევრს ირჩევს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანო, ხუთს - პარლამენტი, ერთ წევრს კი პრეზიდენტი ნიშნავს.

ახალი საკონსტიტუციო დებულებების ძალაში შესვლამდე, პრეზიდენტს იუსტიციის საბჭოში წევრის დანიშვნის უფლება რამდენიმე თვით ჩამორთმეული ჰქონდა. მას შემდეგ, რაც 27 ოქტომბერს არჩეულმა პრეზიდენტმა ფიცი დადო და ახალი საკონსტიტუციო დებულებები ძალაში შევიდა, იუსტიციის საბჭოში პარლმანტის მიერ ასარჩევი წევრების კვოტა 6-დან 5-მდე შემცირდა და ერთის დანიშვნის უფლება პრეზიდენტს გადაეცა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამჯამად 13 წევრით მოქმედებს. დარჩენილი ორი წევრიდან ერთი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ერთს კი პრეზიდენტი დანიშნავს.

კომენტარები